среда, 9 июня 2010 г.

1.პროექტის სახელწოდება ,,ჩვენი დიდი წინაპარი სულხა_საბა ორბელიანი "
2.პროექტის მოკლე აღწერა ზემოთ აღნიშნული პროექტის დახმარებით მინდა დავაახლოვო ბავშვები წიგნს და ბიბლიოთეკას. მინდა გაითავისონ რომ სასკოლო ბიბლიოთეკა არის მათი ერთ_ერთი დამხმარე საშუალება.

3.პროექტის სრული აღწერა პროექტზე მუშაობა დაევალება მეშვიდე კლასის მოსწავლეებს. პროექტზე მუშაობის პირველ ეტაპზე ისინი მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას სკოლის ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარის ზედამხედველობით. ბავშვები დაიყოფიან ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მიეცემა ინდივიდუალური დავალება. ერთი ჯგუფი დაამუშავებს ბიოგრაფიას, მეორე ჯგუფი_ შემოქმედებას, კერძოდ იგავ_არაკთა კრებულს ,,სიბრძნე_სიცრუისა". ისინი ამოიწერენ იგავებს თანამედროვე ენაზე. მესამე ჯგუფი წარმოადგენს რამდენიმე იგავს ძველი ქართულით.
მოსამზადებელი სამუშაოებისათვის მიეცემათ 4 დღე. შემდეგ შევიკრიბებით და შევაფასებთ შესრულებულ სამუშაოს. თითოეული ჯგუფი წარმოადგენს მოძიებულ ინფორმაციას. მიეცემათ სათანადო რეკომენდაციები. ასევე წარმოადგენენ ინტერნეტში მოძიებულ მასალას. სამუშაოს შესასრულებლად გამოიყენებენ სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიას.
ნაშრომის პრეზენტაციას მოვაწყობთ ღონისძიების სახით.
ღონისძიებისათვის მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით თავად შექმნიან კოსტიუმებს და საჭირო დეკორაციას.
ჩემი ვარაუდით ეს პროექტის დაეხმარება მოსწავლეებს თავისუფალი დროის სარგებლიანად გამოყენებაში, მიეჩვევიან ერთმანეთის მოსმენას, აზრთა გაზიარებას და ჯგუფური მუშაობის უნარ_ჩვევებს.

4.მონაწილეთა ასაკი 12 –13 წელი
5.ვადების ხანგრძლივობა ერთი თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები ბიბლიოთეკაში მუშაობა, ჯგუფური მუშაობა, სცენარის დამუშავება, კოსტიუმებზე მუშაობა, დეკორაციის დამზადება.
7.მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები ბავშვები გახდებიან უფრო კომუნიკაბელურნი, ექნებათ საკუთარი აზრის გამომჟღავნების დიდი შესაძლებლობა, ისინი პატივს სცემენ სხვის აზრს.
8.სარგებელი სხვებისთვის მიიღებენ სასურველ ინფორმაციას სულხა_საბას შესახებ.
9.საგნებთან,საგნობრივ ჯგუფთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი 1.განუვითარდებათ წიგნზე მუშაობის უნარი.
2. სხვადასხვა ჟანრის ტექსტების გაცნობა.
3.პერსონაჟთა ხატვის ხერხებზე დაკვირვების უნარის განვითარება.
4. შემოქმედებითობის უნარის განვითარება.
10.სამუშაო ენა ქართული
11.კავშირი სხვა სკოლებთან
12.პროექტის ფასილიტატორი ნანი შენგელია
13 .nshengelia75@gmail.com
14პროექტის ვებ გვერდი